ავტორი:

"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ

"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ

პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა, მაგრამ მისი და - ჯეიმი ლინ სპირსი მომღერალს პრობლემებით სავსე წარსულს მაინც არ ავიწყებს.

30 წლის ჯეიმი ლინ სპირსმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სახელწოდებით "რაც უნდა მეთქვა." წიგნში ის თავისი დის შესახებ შოკისმომგვრელ ისტორიებს ჰყვება.

ჯეიმი ლინი წიგნში წერს, რომ ის თინეიჯერობის ასაკში სულ იმას ცდილობდა, რომ თავისი "პარანოიდული და არასტაბილური დის ემოციური ეპიზოდები ყველასგან დაემალა".

"2004 წელს ბრიტნიმ დანა აიღო და ჩემს ოთახში შემოვიდა და კარი ჩაკეტა, თქვა, რომ ეშინოდა".

ამ ისტორიამ ბრიტნი გააცოფა და "თვითერზე" დაწერა, რომ მისი და "სულით დაეცა".

"გთხოვ, გთხოვ შეწყვიტე ეს გიჟური ტყუილები. მხოლოდ საშინელი ადამიანი გააკეთებს ასეთ რამეს", - მიმართა ბრიტნიმ თავის დას სოციალურ ქსელის საშუალებით.

ჯეიმი ლინ სპირსმა "თვითერზე" ისიც დაწერა, რომ ბრიტნის ასეთმა კომენტარმა, ხალხში მისი ოჯახისადმი დიდი ზიზღი გამოიწვია და მათ მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. თავად ბრიტნის აზრით კი, მისი და ამგვარ ისტორიებს მხოლოდ იმისთვის ჰყვება, რომ წიგნი გაყიდოს.

სოციალურ ქსელში დების შეხლა-შემოხლისას, მომღერალმა ისიც თქვა, რომ მისი წყალობით, ჯეიმის არასდროს უმუშავია და რასაც მოისურვებდა, ყველაფერი მზა ეძლეოდა. ჯეიმი ლინი ამტკიცებს, რომ ბრიტნის მეურვეობის უფლების მამაზე გადაცემაში მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ ბრაზობს, რომ ამის მიუხედავად, ხალხი მას და მის მეუღლეს მაინც ადანაშაულებს ქურდობასა და ვასკვლავის უგულებელყოფაში.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა