ავტორი:

"18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით, პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!" - რატომ მოხვდა ნათია გოგსაძის ვაჟის საქმე სასამართლოში?

"18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით, პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!" - რატომ მოხვდა ნათია გოგსაძის ვაჟის საქმე სასამართლოში?

ჟურნალისტი ნათია გოგსაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი, რომელსაც აუტისტური სპექტრის პრობლემა აქვს, ჯარში გაიწვიეს. გოგსაძის თქმით, სამართალდამცავმა საქმის კურსში არ ჩააყენა ოჯახი და საბოლოოდ, საქმე სასამათლო დავამდე მივიდა.

"საგიჟეთში ვცხოვრობთ... დღეს, ჩემი შვილის, ლევან გაფრინდაშვილის, მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა), თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა... აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა! ლევანიკოსთან, რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში... ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა... უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური... ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ..." - წერს ჟურნალისტი "ფეისბუქში".