ავტორი:

"სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი" - ნიკა გვარამია

"სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი" - ნიკა გვარამია

"ყველა ვიდეო მასალა, რაც გამოაქვეყნეს, არის დამონტაჟებული და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველა ლოკაციაზე იყო კამერები. საქართველოს სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი. თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესზე, სახელმწიფო ინტერესი არის პირდაპირ წამებასთან დაკავშირებული და არა იმასთან, ფაფას ჭამს მიხეილ სააკაშვილი, ძინავს თუ ა.შ." - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამია განმარტავს, პროკურატურა არის ერთ-ერთი მონაწილე იმ ორკესრტიტებული დანაშაულის, რომელიც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, იგი ფიქრობს, რომ არ მოხდება პროკურატურის მხრიდან სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე თანხმობა.

"ჩვენთვის დაზუსტებით არის ცნობილი, რომ ვიდეომასალა ხანგრძლივი არსებობს და რა თქმა უნდა, დაზუსტებით ჩანს, რომ ყველა ვიდეო, რაც გამოაქვეყნეს არის დამონტაჟებული. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველა ლოკაციაზე, მათ შორის რეანიმობილში იყო ვიდეოკამერები და მთავარი, საქართველოს სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი და სასამართლოც დაეთანხმა ამაში და გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება.

მე მაინტერესებს, რაში არის უფრო მეტი საჯარო ინტერესი, მიხეილ სააკაშვილი ფაფას ჭამს თუ არა იმაში, თუ წამების ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი. თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესზე, სახელმწიფო ინტერესი არის პირდაპირ წამებასთან დაკავშირებული და არა იმასთან, ფაფას ჭამს მიხეილ სააკაშვილი, სძინავს თუ ა.შ.”, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ადვოკატებმა "არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

ადვოკატ ნიკა გვარამიას განმარტებით, დაზარალებულად ცნობა მათ საშუალებას მისცემს სრული წვდომა ჰქონდეთ იმ მასალაზე, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს. ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს გამოაქვეყნოს სრული ვიდეომასალა, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებული სააკაშვილის თანხმობაც არსებობს.