ავტორი:

პრინცი ჩარლზი აშშ-ში გადაბარგებულ შვილს სახლში ეპატიჟება - მეგანი და ჰარი, შესაძლოა, ბრიტანეთს დაუბრუნდნენ

პრინცი ჩარლზი აშშ-ში გადაბარგებულ შვილს სახლში ეპატიჟება - მეგანი და ჰარი, შესაძლოა, ბრიტანეთს დაუბრუნდნენ

დიდი ბრიტანეთის მედია იტყობინება, რომ პრინცი ჩარლზი ჰარის და მეგანს დიდ ბრიტანეთში ეპატიჟება, რადგან შვილიშვილებთან - არჩისთან და ლილიბეთთან ერთად დროის გატარება უნდა.

უელსის პრინცმა სამეფო ბუდიდან გაფრენილ უმცროს ვაჟს სახლის კარი გაუღო და უთხრა, რომ მოხარული იქნება, თუ შვილიშვილების ნახვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ პრინც ჩარლზს ჯერ კიდევ არ გაუცვნია პატარა ლილიბეთი, რომელიც ივნისში დაიბადა, ხოლო არჩი კი მას შემდეგ არ უნახავს, რაც ის 6 თვის იყო.

მას შემდეგ, რაც მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს, ისინი ერთად არ შეკრებილან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები ერთმანეთს კვლავ ეკონტაქტებიან, ექსპერტის შეფასებით, მეგანი, შესაძლოა აღარასდროს დაბრუნდეს დიდ ბრიტანეთში.

ამასთან, გუშინ გაირკვა, რომ ჰარი სასამართლო ბრძოლისთვის ემზადება იმის გამო, რომ მას დაცვა ჩამოართვეს. გამოცემა The Sun იტყობინება, რომ პრინცს ძალიან სურს შვილების შინ მიყვანა, მაგრამ თვლის, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახისთვის ეს საშიშია, რადგან მათ არავინ იცავს.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა