ავტორი:

"ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით " - კარლ ჰარცელი

"ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით " - კარლ ჰარცელი

მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით: პირველი და უმნიშვნელოვანესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე, მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე, რომ მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდმა უნდა წარადგინოს ანგარიში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგომარეობის შესაფასებლად.

"ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში,“- აღნიშნა ელჩმა.