ავტორი:

ვინ გაასაჯაროვა "ჯაველინების“ შესყიდვის ინფორმაცია პირველმა - ქართულმა თუ ამერიკულმა მხარემ?

ვინ გაასაჯაროვა "ჯაველინების“ შესყიდვის ინფორმაცია პირველმა - ქართულმა თუ ამერიკულმა მხარემ?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ტელეკომპანია "პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ფაქტობრივად, ბრალს სდებს სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების გაცემაში.

"თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებამ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაცია გათქვა. ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის შესახებ ყველა ამბავი თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთა.

მაშინ როდესაც რუსეთს, ამერიკის და ნატოს წინააღდეგ საინფორმაციო ომი აქვს, საქართველოს მთავრობა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, ასაჯაროებს მონაცემებს ვისი მოცემული ფულით და რა რაოდენობის შეიარაღებას ყიდულობს საქართველო ამერიკისგან. ამ ინფორმაციის ნახვა ათასობით ადამიანს, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებსაც შეუძლიათ.

დოკუმენტი რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა 2022 წლის 14 იანვრით თარიღდება. აქ დეტალურად არის ჩამოწერილი, როდის და რა გადაწყვეტილებებს იღებდა მთავრობა, რომელი ანგარიშებიდან და რა რაოდენობით რიცხავდა თანხას ტანკსაწინააღდეგო სისმტების შესაძენად.

წერილში ისეთი დეტალებია გადმოცემული რომელიც ყველა ლოგიკით საიდუმლო უნდა იყოს. მათ შორის წერია, რომ საქართველო ამერიკულ შეიარაღებას ამერიკის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარებით ყიდულობს და ფულს საქართველოს ბიუჯეტი არ იხდის", - განაცხადეს გადაცემაში.

ტელეკომპანია "პირველის“ ამ სერიოზულ ბრალდებას ოპერატიულად უპასუხა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა:

"ტელეკომპანია "პირველი" კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას თავდაცვის ძალების წინაღმდეგ. აღნიშნული ტელევიზია ამჯერად სრულიად გასცდა საღ აზრს.

ტელეკომპანიის მტკიცებით, საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯაველინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება წარმოადგენს რუსულ თამაშს, რადგან ეს მოწინააღმდეგისათვის ინფორმაციის ღიად მიწოდებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა წლების განმავლობაში აქტიურად დამუშავებული ხელისუფლების რუსეთთან ფარული თანამშრომლობის სრულიად აბსურდული ნარატივი, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ისინი სრულიად გასცდნენ აბსურდის აქამდე მიღწეულ მაღალ ნიშნულს და ამტკიცებენ რომ უწყება ღიად აწვდის ინფორმაციას მოწინააღმდეგეს. გააგრძლეთ კითხვა