ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს შიმშილობით გამოწვეული სტრესი დღემდე მოხსნილი არ აქვს... მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება" - ექიმი გიორგი გრიგოლია

"მიხეილ სააკაშვილს შიმშილობით გამოწვეული სტრესი დღემდე მოხსნილი არ აქვს... მისი მდგომარეობა  არ უმჯობესდება" - ექიმი გიორგი გრიგოლია

"ის სომატური დარღვევები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს და გამოწვეულია შიმშილობით, არ არის მოხსნილი. პირიქით, არანაირი გაუმჯობესება ამ თვალსაზრისით არ არის" - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა კონსილიუმის ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგმა გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური, თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, თუმცა კონსილიუმის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო და ნაკლებად რეალურია, რომ მკურნალობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით მოხდეს.

მისივე თქმით, არაფერი არ არის გამორიცხული და თუ სააკაშვილი კიდევ დაიწყებს შიმშილობას, „ნებისმიერი რადიკალური ნაბიჯი კარდინალურად დააზიანებს მის ჯანმრთელობას“.

"ამ დიაგნოზს სჭირდება მკურნალობის სამი მიმართულება - სტრესი უნდა იყოს მოხსნილი, ფსიქოთერაპია უნდა იყოს მრავალმხრივი და უნდა ჩატარდეს მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც დამხმარე ხასიათს ატარებს. მას სტრესი დღემდე მოხსნილი არ აქვს და ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ უტარდება, შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით არ უმჯობესდება. მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამას ვერ ვხედავთ. დარჩება ამ დონეზე თუ გაღრმავდება, რთული სათქმელია. ჩემი პირადი აზრია, რომ მისი ფსიქო-ნევროლოგიური, თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული, ნაკლებად რეალურია, რომ მკურნალობა წარმატებით მოხდეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. საჭიროა ფსიქოლოგის ჩართვა და ფიზიკური რეაბილიტაცია, ამასთან, ჯერ კიდევ არის კვების პრობლემები და სრულფასოვანი კვება არ დაუწყია. არაფერი არ არის გამორიცხული, თუ კიდევ დაიწყებს შიმშილობას, მისი ნებისმიერი რადიკალური ნაბიჯი კარდინალურად დააზიანებს მის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.