ამერიკელი სენატორი, თომ თილისი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებულ განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს "მწვანე შუქი“ აუნთო.
"სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, უწოდა რა მას "მცირე შეჭრა“, - წერს სენატორი "ტვიტერში“.
მისი თქმით, აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის განწირულია.