რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორის მერმა ლადო ხინჩეგაშვილმა შვებულება აიღო და ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.
"გორის მერი 11 იანვრიდან სამსახურში არ გამოჩენილა. მის მაგივრად დოკუმენტებს ხელს პირველი მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი აწერს", - წერდა Qartli.ge.
ამჯერად ხინჩეგაშვილი "ინსტაგრამზე" აშშ-ში, ნიუ იორკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: