ავტორი:

"ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს და არ მოაქვს შედეგები" - რა განცხადებას ავრცელებს ჯანმო მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე

"ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს და არ მოაქვს შედეგები" - რა განცხადებას ავრცელებს ჯანმო მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებით სარგებელს არ იძლევა.

ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსის "ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულმა მოგზაურობასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ "ასეთი ზომები არაეფექტურია“.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს აძლიერებს.

"ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვები ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს და არ მოაქვს შედეგები", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისათვის, ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე ქვეყანამ სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერა, თუმცა მათმა უმეტესობამ მოგვიანებით ეს აკრძალვა გააუქმა.