ავტორი:

"თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი" - ირაკლი კობახიძე

"თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი" - ირაკლი კობახიძე

"იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები" - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას მესამე პრეზიდენტის შინაპატიმრობის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილისთვის რთული იქნება მონასტერში შინაპატიმრობა და მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი ითხოვს იმას, რაც მას არ ეკუთვნის.

"რაც შეეხება შინაპატიმრობას, აქ საკითხი არის სამართლიანობა. იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები. ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, ეს არის ჩვენი მიდგომა. კიდევ გავიმეორებ, რომ სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თან მოუნანიებელი. სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი არის პრივილეგირებული პატიმარი, იმიტომ რომ ითხოვს მუდმივად რაღაცებს, რაც მას არ ეკუთვნის და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში გააგრძელოს შინაპატიმრობის სახით, რისთვისაც იგი ყველანაირ პირობას შექმნის.