ავტორი:

ზრუნვა უხვი მოსავლისთვის  - „ბარაქა“ ახალ აგრომაღაზიებს ხსნის

ზრუნვა უხვი მოსავლისთვის  - „ბარაქა“ ახალ აგრომაღაზიებს ხსნის

2022 წელი დიდი სიახლეებით დაიწყო აგროკომპანია ბარაქამ და სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაში კიდევ ერთხელ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი. კომპანიის გუნდი სიხარულით აცნობებს ქართველ ფერმერებს, რომ მათი ხელშეწყობის მიზნით, ლაგოდეხში, გორსა და გურჯაანში ფერმერთა მომსახურების ახალი სერვისცენტრები იხსნება. შეგახსენებთ, რომ მოქმედი აგრომაღაზიები ყვარელში, მარნეულსა და ზუგდიდშია.

ფერმერთა მომსახურების ახალ სერვისცენტრებში შესაძლებელი იქნება როგორც სასუქების, სათესლე მასალის, პესტიციდების, აგროტექნიკისა თუ სხვა საჭირო აგროპროდუქციისა და ინვენტარის შეძენა, ისე პროფესიონალი აგრონომების კონსულტაციის მიღებაც. ფაქტობრივად, ქართველი ფერმერები აგროსერვისის სრული პაკეტით შეძლებენ სარგებლობას.

აგროკომპანია ბარაქამ პირველი აგრომაღაზია 2021 წელს კახეთში, კერძოდ, ყვარელში გახსნა, თუმცა ბრენდი მუდმივად განაგრძობს განვითარების პროცესს და დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების რიცხვი უკვე 6-ზე მეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში კომპანიამ აგრონომების გადამზადების რამდენიმე პროექტი განახორციელა და გუნდში წარმატებით შემოიერთა კიდევ 30 კვალიფიციური თანამშრომელი. აგროკომპანია ბარაქა ამჟამადაც აგრძელებს ახალგაზრდა აგრონომების გადამზადებას და სამომავლოდ გეგმავს, რომ აგრო სფეროთ დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური შესაძლებლობები მისცეს.

ამ ეტაპზე აგროკომპანია ბარაქას სერვისით არაერთი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ფერმერი სარგებლობს, კომპანია მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფს; უწყვეტ რეჟიმში აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას და უზიარებს დაგროვილ ცოდნა-გამოცდილებას; ახორციელებს ნათესების მონიტორინგის პროცესს დათესვის დღიდან მოსავლის აღების მომენტამდე და მაქსიმალურად ეხმარება ფერმერებს ბარაქიანი მოსავლის მიღებაში.

აგროკომპანია ბარაქას მიზანია, რომ აგრარული სფერო განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანოს და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს ცოდნა, რომლის დახმარებითაც, უხვი და ბარაქიანი მოსავლის მიღება ნებისმიერი ფერმერისთვის მარტივად მიღწევადი პროცესი გახდება.

იმისათვის, რომ აგროკომპანია ბარაქას პროდუქციის შეძენა და აგრონომების კონსულტაციის მიღება შეძლოთ, თვალი შეავლეთ საქართველოს რეგიონებში არსებული სერვისცენტრების მისამართებს:

ბარაქას ქსელური მაღაზიები:

  • ქ. ყვარელი, ბურსას ხიდის მიმდებარედ; 571433433
  • სიახლე! ქ. გურჯაანი, გურამიშვილის 15 (რკინიგზის სადგურის მიმდებარედ); 511135968
  • სიახლე! ქ. ლაგოდეხი, სოფ. აფენი; 591299172
  • ქ. მარნეული, სოფ. წერეთელი; 595905591
  • ქ. ზუგდიდი, სოფ. ცაიში; 595210665
  • სიახლე! ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი პირველი კილომეტრი; 591065414
  • ბარაქას საწყობი:
  • ქ. გურჯაანი, სოფ. კაჭრეთი; 571171412
  • ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა #18; 568900075

უფრო მეტი სიზუსტისთვის კი გამოიყენეთ აგროკომპანია ბარაქას რუკა: https://baraka.ge/map-ge

R