ავტორი:

"2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია" - ენტონი ბლინკენი

"2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია" - ენტონი ბლინკენი

"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე კვლავ დევნილია საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.

"1990 და 1991 წელს ყველა ყოფილმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია თავიანთი სახლებიდან. თუ რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? - რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის მცდელობები, გადააქციოს მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკალი“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, პრობლემა არის არა ნატო, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს, არამედ რუსეთის პოლიტიკა.

"რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა. ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინასა და გერმანიას სტუმრობდა. დღეს კი ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ხვდება.