ავტორი:

რა არის Design Thinking და რა როლი აქვს მას პროფესიულ წარმატებაში? - ინტერვიუ ეკა ყიფიანთან

რა არის Design Thinking და რა როლი აქვს მას პროფესიულ წარმატებაში? - ინტერვიუ ეკა ყიფიანთან

ყოველი სამუშაო დღე ახალ გამოწვევებსა და ამოცანებს ნიშნავს, რომლებსაც განსხვავებული უნარები და ცოდნა სჭირდება. თუ ამ პროცესს ფეხი ვერ ავუწყეთ, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება გაგვიჭირდება.

იფიქრო განსხვავებულად, გადაჭრა პრობლემები ისე, როგორც ამას არავინ აკეთებს და მიიღო საუკეთესო შედეგი - ამის საშუალებას Design Thinking გაძლევთ, რომლის სასწავლო კურსებიც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტერმინი Design Thinking იმდენად ახალია, რომ მისი ზუსტი ქართული შესატყვისი და განმარტება ჯერ ბოლომდე არ დამკვიდრებულა. თუ პირდაპირ გადავთარგმნით, გამოვა უბრალოდ დიზაინ ფიქრი.

ამ მეთოდის გამოყენება ნებისმიერ საქმიანობაში ეფექტიანად არის შესაძლებელი, იქნება ეს მარკეტინგი, რეკლამა, საბანკო და საფინანსო სფერო თუ სხვა. შესაბამისად, „ალტე უნივერსიტეტში“ შექმნილი Design Thinking-ის საავტორო კურსი, რომელსაც სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი, ეკა ყიფიანი ხელმძღვანელობს, ერთნაირად სასარგებლო და საინტერესოა ყველა პროფესიის ადამიანისთვის.

უფრო კონკრეტულად, რა უპირატესობები აქვს Design Thinking-ს, როგორ შევისწავლოთ და გამოვიყენოთ ის ყოველდღიურ საქმიანობაში - ამის შესახებ გვესაუბრა ეკა ყიფიანი, რომელსაც სარეკლამო სფეროში საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება, არაერთი წარმატებული კამპანია და პორტფოლიოში დაახლოებით 300 პროექტი აქვს.

როგორია Design Thinking-ის თქვენი განმარტება და როგორ ვიყენებთ აღნიშნულ დარგს პრაქტიკაში?

Design Thinking - ეს არის პრობლემების გადაჭრისა და იდეების გენერირების მეთოდოლოგია. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, მარკეტინგში ხარ დასაქმებული, კერძო თუ საჯარო სექტორში, რადგან ის ერთნაირად გამოადგება ყველას, ვისაც მინიმალურ დონეზე მაინც სჭირდება პრობლემების გადაწყვეტა ან იდეების, პროდუქტებისა და სერვისების მოფიქრება.

ხანდახან მისი განმარტება დამაბნეველი შეიძლება იყოს და „ალტე უნივერსიტეტში“ შექმნილი Design Thinking-ის კურსი მხოლოდ დიზაინერებისთვის ჰგონიათ, თუმცა რეალურად ის ყველასთვისაა.

განსხვავებით სხვა დარგებისგან, Design Thinking-ი ცდილობს, რომ პრობლემების გადაჭრამ შედეგი მოიტანოს, სასარგებლო იყოს და ახალი პრობლემები არ წარმოქმნას. შესაბამისად, ჯერ ვიკვლევთ მომხმარებელს, ემპათიურ დონეზე ვიზიარებთ მის ცხოვრებას და შემდეგ ვაყალიბებთ იდეებს.

რა ძალა და როლი აქვს Design Thinking-ს ბიზნესის და სხვა სფეროების წარმატებაში?

ძირითადად ტვინი ასეა მომართული: როცა პრობლემა შეხვდება ან როცა რაიმე საკითხი აქვს გადასაჭრელი, იღებს მზა სქემებს და მოქმედებს ისე, როგორც მიჩვეულია. იმის გამო, რომ სამყარო სწრაფად და მკვეთრად იცვლება და პრობლემებიც უფრო კომპლექსურია ხოლმე, მათ გადასაჭრელად ახალი იდეების მოფიქრება გვჭირდება, რადგან დღევანდელობა არაფრით ჰგავს ძველ დროს.

Design Thinking-ი კი სწორედ იმას გვასწავლის, როგორ ვიფიქროთ და გადავჭრათ დღევანდელობის და მომავლის პრობლემები. ბიზნეს სექტორს სურს, რომ მომავალში წარმატებული იყოს, საჯარო სექტორსაც უნდა, რომ ხალხისთვის, ცხოველებისთვის, გარემოსთვის, ეკოლოგიისთვის სარგებელი მოიტანოს და ამისათვის მათ განსხვავებულად, შემოქმედებითად ფიქრი სჭირდებათ. თავდაპირველად საჭიროა სურვილი, რომ საშუალო გადაწყვეტებით არ დაკმაყოფილდე, ასევე, კომპეტენცია, გუნდური მუშაობა, ყველაზე ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენს თავში სტანდარტების დარღვევა და შორს გახედვა, ემპათია. ვფიქრობ, შემოქმედებითი აზროვნება უფრო უნარებია, ვიდრე ცოდნა.

საინტერესოა, როგორ უნდა განვივითაროთ აღნიშნული უნარები?

მნიშვნელოვანია, გარკვეულ საკითხებს განსხვავებულად მივუდგეთ და გადავაფასოთ ისინი, პრობლემებს სხვა კუთხე მოვუძებნოთ და ადამიანებს გავუგოთ. როცა ყოველდღიურად ამ მეთოდოლოგიას ნერგავ, შემდეგ ამ პროცესის შემადგენელი კომპონენტები ერთიანი გამოცდილებასავით გიგროვდება. შეიძლება, შენს სამუშაო ადგილზე, ეს მეთოდოლოგია უკვე დანერგილი იყოს და უბრალოდ გჭირდებოდეს, რომ შენ თვითონ განავითარო.

რაც შეეხება „ალტე უნივერსიტეტისთვის“ შექმნილ კურსს, რით განსხვავდება ის სხვა კურსებისგან და რას მიიღებს მსურველი?

კურსში მონაწილეობის მისაღებად არ გჭირდება არაფერი, არც კონკრეტული პროფესია ან რაიმე სპეციალური განათლება, გარდა სურვილისა.

Design Thinking-ის კურსის შედგენისას ვფიქრობდით, რა ხანგრძლივობის ყოფილიყო და შემდეგ მივიჩნიეთ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი თითოეული მონაწილე რამდენიმე დღე, დილიდან საღამომდე, სრულად კონცენტრირებული იქნებოდა ერთ მიმართულებაზე, სწორედ ამიტომ შევქმენით 3 დღიანი ინტენსიური პროგრამა. ის, რაც შეიძლება სხვა შემთხვევაში 3-4 თვე გაგრძელებულიყო, ჩავატიეთ სამ დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა Design Thinking-ის კურსს სულ ეს დრო უნდა დაუთმოს. რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მონაწილემ უმოკლეს დროში პრობლემების სხვაგვარი გადაწყვეტების მოფიქრება დაიწყოს. რა თქმა უნდა, ამას გამოცდილების დაგროვება და უნარების დახვეწა სჭირდება, რისთვისაც სამი დღე საკმარისი არ არის, თუმცა, ინტენსიური კურსი საშუალებას მოგცემთ, ძირითადი მიმართულება მიიღოთ და შემდეგ მიჰყვეთ მას.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეს ეცოდინება, რას ნიშნავს Design Thinking-ი, რას მოიცავს ის, რა უნარები უნდა განივითარო ამისთვის, როგორ უნდა იფიქრო და მიიღო ეფექტური გადაწყვეტილება.

კურსის ფარგლებში გვექნება იდეების გენერირების პროცესი, დაკომპლექტდება ჯგუფები, შემდეგ გაიტესტება იდეები, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესია. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს, დანერგოს შემოქმედებითი აზროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე, თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი საგრძნობლად მოკლე დროში დაიწყებს უკეთესი იდეების გენერირებასა და სამსახურებრივი ამოცანებისა თუ პრობლემების სხვაგვარად გადაწყვეტას.

როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში Design Thinking-ი და როგორ ინერგება ის?

ჩვენ Design Thinking-ს ვიყენებდით მანამდეც, სანამ გვეცოდინებოდა, რომ ის, როგორც დარგი არსებობს, რადგან ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მაინც შემოქმედებით პროცესთან გვქონდა საქმე. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება იგი. პროცესი წინ მიიწევს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი გამოცდილებაც გვიგროვდება. მთავარია, ვიყოთ ღია და არ ჩავიკეტოთ საკუთარ წარმოდგენებში, რათა შევძლოთ საკითხის სხვაგვარი დანახვა.

ეკა ყიფიანის საავტორო კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

Design Thinking-ის კურსი 4,5,6 თებერვალს ჩატარდება. კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ალტე უნივერსიტეტის“ ვებ-გვერდზე: https://alte.edu.ge/storage/files/8-design-thinking-1.pdf

R