ავტორი:

ის აპარატიდან უნდა მოეხსნათ, მაგრამ მეუღლე ამას არ დათანხმდა... - 300 დღე კლინიკაში და ბრძოლა კოვიდთან: ენდრიუმ ჟანგბადის აპარატის გარეშე სუნთქვა დღეს პირველად შეძლო

ის აპარატიდან უნდა მოეხსნათ, მაგრამ მეუღლე ამას არ დათანხმდა... - 300 დღე კლინიკაში და ბრძოლა კოვიდთან: ენდრიუმ  ჟანგბადის აპარატის გარეშე  სუნთქვა დღეს პირველად შეძლო

40 წლის ენდრიუ უოტსი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, კორონავირუსით 2020 წელს, შობის დღეს დაინფიცირდა. იგი მალევე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ოლქში, ვულვიჩში მდებარე “დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტალში“ პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს, სადაც 300 დღე გაატარა. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ ენდრიუ კოვიდთან ერთად სიმსივნეს ებრძოდა.

ხუთკვირიანი კომისა და სიცოცხლისთვის საშიში, ფილტვის ორი კოლაფსის შემდეგ, ექიმებმა მეუღლეს აცნობეს, რომ ის მართვითი სუნთქვიდან უნდა მოეხსნათ, რადგან მდგომარეობა უიმედო იყო და სიკვდილი ნებისმიერ წამს დადგებოდა. თუმცა, მეუღლე ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდა.

რეანიმაციაში ყოფნის რვა თვის შემდეგ, ყველას გასაოცრად, უოტსი მომჯობინდა, ოქტომბერში კი სახლში დაბრუნება შეძლო. თუმცა იგი სახლის პირობებში დამოკიდებული იყო ჟანგბადზე და ლოგინიდან ვერ დგებოდა.

"შინ ყოფნის დროს, ყოველ ღამე, ცხრა საათის განმავლობაში ვიყენებდი ჟანგბადს, რომ ფილტვებს ფუნქციონირება შეძლებოდათ“ - ამბობს უოტსი MyLondon -თან საუბარში.

თვეების განმავლობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის გამო, უოტსს მოუწია ხელახლა ესწავლა სიარული და ლაპარაკი. მისი თქმით, აქამდე იგი ოჯახის წევრებს დაფაზე დაწერილი წერილების საშუალებით ეკონტაქტებოდა. ლაპარაკი ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომიის მილის გამო არ შეეძლო.

"დაახლოებით 15 წუთით შემიძლია სიარული, ვიდრე ფეხები მემორჩილება. ხალხი მადლიერი უნდა იყოს, რომ მათ ამ პატარა ამოცანების შესრულება მარტივად შეუძლიათ", - აცხადებს უოტსი.

ექიმებმა მას "ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კოვიდპაციენტი" უწოდეს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ინფიცირებისას იგი არ იყო ვაქცინირებული, თუმცა, გადაწყვეტილება სახლში გაწერისთანავე მიიღო და დღეს ვაქცინის სამი დოზით არის აცრილი. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა