"შეიძლება წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ - მასალა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაეცა და სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდს მოიცავს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდა.
მისი თქმით, იმ კადრებიდან, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა, ჩანს ღირსების შემლახავი და არადამიანური მოპყრობა, ამიტომ ამ ნაწილში პროკურატურის უარი გასაჩივრდება.
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომობა გვაქვს საქმის მასალებთან, ჩვენთვის საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა და იუსიტიციის სამინისტრომ გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორს. ჩვენ არ ვიცით შინაარსი, არც ქრონომეტრაჟი, არც ის, არის თუ არა ეს უწყვეტი კადრები, აქამდე არაფერი გვინახავს, რაც ვნახეთ ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამონტაჟებული კადრები, რაც რეალობას სრულად არ ასახავს, თუმცა, რაც ვნახეთ, იქიდანაც იკვეთება არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობა, თუმცა, დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ, ყოველ შემთხვევაში, ეს მასალა ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ეს მოიცავს რუსთავიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდს,“- განაცხადა გვარამიამ.