დღეს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იუბილარია. მას დაბადების დღე მუღლემ ნუგო კაკულიამ, სოციალურ ქსელში, ასე მიულოცა:
"მიყვარხარ! და ძალიან ბედნიერი მინდა რომ იყო, გილოცავ!"
გასული წლის მიწურულს თეა წულუკიანმა გადაცემა "საღამოს პოსტში" გულახდილად ისაუბრა მეუღლეზე.
"ჩემი მეუღლე ნუგო ჩემზე 9 წლით უმცროსია. ძალიან კარგი ადამიანია და ის არის ერთ-ერთი, ვისშიც ყველაზე მეტად გამიმართლა. ყველა მამაკაცს მაინც თავისი მეუღლე ურჩევნია უფრო მეტად შინ იყოს, ვიდრე გარეთ. ეს ალბათ ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი აიტანო, რასაც ნუგო იტანს, ძალიან რთულია, ამას ვაღიარებ. ძალიან ხშირად ვარ ოჯახის გარეთ. ასევე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, კრიტიკა, უხამსი შენიშვნა ისმის ჩემი მისამართით და არავინ არის ყრუ. გვესმის, ვხედავთ და ვკითხულობთ. ის, რომ ეს ჩემზე არავითარ გავლენას არ ახდენს, არ ნიშნავს, რომ სხვაზეც, ჩემ ოჯახის წევრებზეც არ მოქმედებს. მას მართლაც ტაშს ვუკრავ, იმიტომ, რომ ამისი ატანა არ არის ადვილი. დიახ, მადლიერი ვარ, რომ ის ამ ყველაფერს იტანს და არის ძალიან კარგი მეუღლე და მამა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დროებითია და დასრულდება, ჩვენ ვიქნებით ნამდვილი ოჯახი.
ნუგო ძლიერი და თბილი ადამიანია. მას აქვს რაღაცნაირი რწმენა, რომ რა საქმეც კეთდება, ეს არის კარგი. თავად ჩემი მეუღლეც მონაწილეობდა 2012 წლის "ქართული ოცნების“ დიდ გამარჯვებაში და ამ ბრძოლაში გავიცანით ერთმანეთი. ალბათ, ეს ფუნდამენტი გვიწყობს ხელს, რომ თვალი გავუსწოროთ მკაცრ რეალობას", - განაცხადა წულუკიანმა.
წყვილს ერთი ქალიშილი ჰყავს.