ავტორი:

ცნობილი კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა

ცნობილი კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა

მსახიობი, კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში სიმსივნით ლას-ვეგასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში მსახიობი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მსახიობი არაჰოჩკინის ლიმფომას წლების განმავლობაში ებრძოდა.

ლუი ანდერსონს თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუში. მიღებული აქვს რამდენიმე ემის ჯილდო.

ლუი ანდერსონმა ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე მეტად თავი ანიმაციური სერიალიდან Life With Louie გააცნო, რომელიც აშშ-ში 1994-1998 წლებში გადიოდა. სერიალი ეფუძნებოდა მსახიობის ბავშვობას და ოჯახთან ურთიერთობას. ანიმაციურ გმირ ლუის თავად ლუი ანდერსონი ახმოვანებდა... აღნიშნული შესრულებისთვის კომიკოსმა ორი ემის ჯილდოც დაიმსახურა.