ავტორი:

ციტატები დაუვიწყარი ანიმაციური სერიალიდან, რომლებიც ბავშვობას გაგახსენებთ - ლუი ანდერსონი გარდაიცვალა

ციტატები დაუვიწყარი ანიმაციური სერიალიდან, რომლებიც ბავშვობას გაგახსენებთ - ლუი ანდერსონი გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი მსახიობი და კომიკოსი, ლუი ანდერსონი, 21 იანვარს სისხლის სიმსივნით გარდაიცვალა. ამერიკელ მსახიობს კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუში აქვს მიღებული მონაწილეობა. იგი იყო რამდენიმე ემის ჯილდოს მფლობელი.

ქართველ მაყურებლს ლუი ანდერსონმა თავი დაუვიწყარი ანიმაციური სერიალით "ცხოვრება ლუისთან" დაამახსოვრა. ანიმაცია ტელეეკრანებზე 90-იან წლებში გამოჩნდა და როგორც ბევრი რამ ამ პერიოდიდან, ეს ანიმაციაც განსაკუთრებით ტკბილად აგონდებათ. სერიალი, რომელიც პატარა ლუი ანდერსონის ცხოვრებას აღწერს, ორიგინალური და დასამახსოვრებელი იუმორით არის გაჯერებული. დღემდე ბევრმა იცის ზეპირად ლუის მამის ფრთიანი გამონათქვამები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მთელ სერიალში ყველაზე ღირებულია.

გთავაზობთ პოპულარულ ციტატებს სერიალიდან:

* ენდი: - ღმერთო, როგორ ყინავს, 150 გრადუსი მაინც იქნება.

* ენდი: - რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის, უმიზეზოდ გეცეს.

* ენდი: - შინაური ცხოველი რად გინდა, ძმა ხომ გყავს სახლში?

* - მამა, სხვა სახელით თუ გისარგებლია ენდი ანდერსონის გარდა?

- კი, „ჩქარა დაწექი, სანამ ანდერსონი არ გადარეულას“ მეძახდნენ.

* სამი თვის ვიყავი პირველად სასკოლო ბანაკში რომ დამტოვეს. ექვსი თვის უკვე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი.

* - მამა, თეთრ დათვებს რომ ეჭიდავებოდი არ გეშინოდა?

- რას ამბობ, ლუი, ბებიაშენთან სამი საათი გავატარე და არ შემშინებია და თეთრი დათვი შემაშინებდა?

* ენდი: ლუი, ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო - მწვანე კარტოფილი, მწვანე მაკარონი, მწვანე სალათა.

- სალათა ისედაც მწვანეა.

- რა თქმა უნდა, ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ.

* ენდი: გინდათ ამბავი მოგიყვეთ და ცოტა დაგამშვიდოთ? შუა ბრძოლაა, ღამეა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისი არა.

* ენდი : ჯარში როცა ვიყავი, დილის 4 საათზე უკვე შუადღის ჩაის ვსვამდით.

* ენდი : რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს

* ენდი: ომში ჭურვების შესანახ კარავში მეძინა. ბალიშის ნაცვლად დინამიტი მედო და ტროტილთან ვძმაკაცობდი

* - ენდი, ესენი ჩვენი მეზობლები არიან. მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან დარჩენა შევთავაზე

- მე რა, ნოეს ვგავარ? თუ კიდობანი მაქვს სახლში?

*

* - ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა, უარი არ უთხრა

- კი მაგრამ მამა შენ ხომ გიყვარს ჩვენი მანქანა?

- სიყვარულით მე დედაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასად?!

* ენდი : რაო? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!

* ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ, თავი სარწყავი მგონია!

* ენდი : მაგ ნაძვის ხეს იმხელა ფასი აქვს, უნდა ცეკვავდეს კიდეც!

* ენდი: როდესაც პატარა ვიყავი, ნაძვის ხის დასადგამი არ გვქონდა, ამიტომ რიგ-რიგობით ვიჭერდით ხელში