ავტორი:

სამსართულიანი ტორტი და ზღაპრულად მორთული სახლი - ქეთა თოფურიას ვაჟი 1 წლის გახდა

სამსართულიანი ტორტი და ზღაპრულად მორთული სახლი - ქეთა თოფურიას ვაჟი 1 წლის გახდა

ქეთა თოფურიასა და ლევ ძენგოვის ვაჟი, ადამი 1 წლის გახდა. მშობლებმა პატარას დაბადების დღე სახლში გადაუხადეს. როგორც მათი გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, სახლი ციფერ ფერებში განსაკუთრებულად მორთეს. ადამს დაბადების დღეზე სამსართულიანი ტორტიც უყიდეს.

"დაბადების დღე ჩემი საყვარელი ბიჭის, ძალიან გვიყვარხარ... ადამი ერთი წლის არის..." - წერს ქეთა სოციალურ ქსელში.

წყვილმა შვილებთან ერთად ცოტა ხნის წინ დუბაიში დაისვენა. ქეთას და ლევს ადამთან ერთად თან ახლდათ შვილები პირველი ქორწინებიდან. მომღერალი ტრადიციას არ ღალატობს და ადამი ფოტოებზე სრულად არ ჩანს...