ავტორი:

"ეს ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას" - უკრაინაში აშშ-დან სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა

"ეს ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას" - უკრაინაში აშშ-დან სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები უკრაინაში ამერიკის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.

„ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ რუსული აგრესიის მზარდ ფონზე“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.