ავტორი:

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში, "ოქროს ბირჟა" დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში, "ოქროს ბირჟა" დაიხურა

თბილისში, "ოქროს ბირჟა" 1-ელ თებერვლამდე დაიხურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ოქროს ბირჟის" დირექტორმა ეთერ ყიფიანმა განუცხადა, დახურვის მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება გახდა.

"ჩვენ ყოველ ორ კვირაში ვატარებთ კორონავირუსის ტესტირებას და ბევრი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელ თებერვლამდე დავიხუროთ", - განაცხადა ეთერ ყიფიანმა.