ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა. ლოსაბერიძე 72 წლის იყო.
ინფორმაციას და სამძიმრის წერილს საქართველოს ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.
"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას", - ნათქვამია წერილში.