ავტორი:

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა კურორტ "ახტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და მეხანძრე - მაშველები.