ავტორი:

"წარმოუდგენელი მჭირს... კოვიდ სასტუმროში ტესტის ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხით ვზივარ" - რას წერს ვატო წერეთელი

"წარმოუდგენელი მჭირს... კოვიდ სასტუმროში  ტესტის ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხით ვზივარ" - რას წერს ვატო წერეთელი

"TV პირველის" დაფუძნებელი, ვატო წერეთელი სოციალურ ქსლეში წერს, რომ კოვიდზე ანალიზი ორ სხვადასხვა ადგილას აიღო და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მოუვიდა.

"წარმოუდგენელი მჭირს, პსრ ტესტზე პოზიტივი მომივიდა პასუხი, დავრეკე, ჩავაყენე ყველა საქმის კურსში, გადმომიყვანეს კოვიდ სასტუმროში. გადმოსვლამდე მაინც სხვაგან გადავაკონტროლე იმდენად უსიმპტომო ვიყავი პსრ, და ახლა მომივიდა ნეგატივი. ასე ვზივარ კოვიდ სასტუმროში ორი პასუხით" - წერს "ფეისბუქში" წერეთელი.