ავტორი:

"უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ... პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე" - რატომ გადადგა სომხეთის პრეზიდენტი?

"უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ... პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე" - რატომ გადადგა სომხეთის პრეზიდენტი?

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა.

სარქისიანი აღნიშნავს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიუღია. მისივე თქმით, ამის მიზეზია ის, რომ სომხეთში პრეზიდენტის ინსტიტუტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რათა ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს.

"უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რელობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშიანო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.