პოლიტიკოს ბექა ოდიშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძე შვილთან ერთად კოვიდინფიცირებულია. პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსს ბევრჯერ გადაურჩა და როდესაც ეგონა, რომ მას უბრალოდ ვირუსი არ ეკარებოდა, სწორედ მაშინ დაინფიცირდა. ინფიცირებულია ასევე მათი უმცროსი გოგონა მანანიკო.
ბექა ოდიშარიასა და მაკუნა გამცემლიძეს სამი შვილი ჰყავთ, ლაშა, ჯაბა და მანანა...
"ესეც ასე - “შენ კორონა არ გემართება!” მითი დაიმსხვრა. 2020 წელს, ჯერ კიდევ აუცრელები რომ ვიყავით, ჩემს შვილებს მარიამს და ლაშას დაემართათ კორონავირუსი. მათთან ერთად ვიყავი იზოლაციაში 2 კვირა, ერთად ვსადილობდით, ერთად გვეძინა, ყოველგვარი პირბადის გარეშე ("მაინც დამემართება“ პრინციპით), არ გადამედო.
ამის მერე გავთამამდი და უამრავი ადამიანის ძალიან ახლო კონტაქტი ვიყავი, ისეთი კონტაქტები კორონას რომ აფრქვევდნენ. ყველას რომ ედებოდა მათგან ჩემს გარდა. აქვე გეტყვით რომ ჩემი სითამამის გამო სულ ვიტესტებოდი რამე რომ არ გამომპარვოდა, აცრამდე გავიკეთე ანტისხეულებზე ანალიზი, არ მქონდა გადატანილი.
ავიცერი და გათამამება მერე გენახათ. მართლა საოცარ სიტუაციებში გამოვძვერი. ბოლო კონტაქტი სალომე იყო , 48 საათი ერთად ვიყავით , მისი ბოთლით წყალი დავლიე. ოთხ ჩვენს მეგობარს გადაედო მისგან რომლებიც ნაკლებ კონტაქტში იყვნენ მასთან, მე რა თქმა უნდა სახლში, იზოლაციაში, პირბადით გამოკეტილი ვიყავი... გავიდა იზოლაციის ვადა ისევ უარყოფითი ტესტის პასუხით, მაგრამ ახალი ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანთან კონტაქტით შევბრუნდი იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ყველა დარწმუნებულები ვიყავით, რომ მე არ გადამედებოდა.
კონტაქტიდან მესამე დღეს ჯერ მანანიკოს და მერე მე მომცა 38 სიცხე და ა.შ ვერ ვიტყოდი რომ მარტივია, მაგრამ "ესეც გაივლის...“
არც ისე სახარბიელოდ დამეწყო 2022 წელი, ჯერ ზუკას, ნინას, მარიამს , ჯაბას, ახლა მე და მანანას, მაგრამ ზუსტად ვიცი "კენწეროში გატკბილდების“ ღვთის ნებაა ყველაფერი.
P.S. იყოს ეს სტატუსი მაინც რომ გავიხსენო რა და როგორ იყო, თორემ ჩემი დაქვეითებული მეხსიერება, კორონას მერე შეიძლება სულ გაქრეს. ჯანმრთელობას გისურვებთ... - წერს მაკუნა გამცემლიძე.