ავტორი:

"იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მინდა "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო" - კახა კალაძე

"იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მინდა "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო" - კახა კალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, რომ როგორმე დესტრუქცია, არეულობა, დაძაბულობა და დაპირისპირება მოაწყონ. თუმცა, ცხადია, ეს მათ არ გამოუვათ, რაც არ უნდა ეცადონ" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციები გაუგებარია, თუმცა მათი გადასაწყვეტია რას და როგორ გააკეთებენ.

"იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმებზე, მიზნებზე და თუ რას გააკეთებენ, ამაზე დავხარჯო დრო. გაუგებარია მათი პოზიციები. ერთ დღეს ასეა, მეორე დღეს ისეა, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია რას და როგორ იზამენ. ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

ეს არის დესტრუქციული ძალა. შეუძლებელია რაიმე შეფასებები გააკეთო ამ ძალასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მათი ძირითადი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, რომ როგორმე დესტრუქცია, არეულობა, დაძაბულობა, დაპირისპირება და ა.შ. მოაწყონ. თუმცა ცხადია, ეს მათ არ გამოუვათ, რაც არ უნდა ეცადონ.

მათ აქვთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი მოსაზრება. თუნდაც ჩაატარონ შეკრებები, შეიძლება ეს იყოს ცოტა ხალხით, მაგრამ ჩაატარონ თავიანთი მიტინგი. არანაირი პრობლემა არ არის. კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფერი შეუძლიათ მათ აწარმოონ," - განაცხადა კახა კალაძემ.