"გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანა დაიწყო" - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საელჩოს პერსონალის დაახლოებით ნახევარი გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების გაყვანას ახორციელებს შეერთებული შტატები, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი გეგმა არ აქვს და ევროკავშირის პერსონალი ადგილზე დარჩება.