ავტორი:

იტალიაში ქართველ გოგონას სალი ტეტუნაშვილს ეძებენ - ძიების პროცესში ჩაერთო ადგილობრივი პოლიციაც

იტალიაში ქართველ გოგონას სალი ტეტუნაშვილს ეძებენ - ძიების პროცესში ჩაერთო ადგილობრივი პოლიციაც

იტალიაში, მეორე დღეა ქართველ გოგონას სალი ტეტუნაშვილს ეძებენ. ახალგაზრდა 22 იანვარს, საღამოს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სალი იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში სამუშაოდ იმყოფება და გაუჩინარებამდე ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. იტალიაში ცხოვრობენ და მუშაობენ მისი დედა, მამიდები და ბიცოლაც.

ემიგრანტების ჯგუფში "ჩვენ ქართველები იტალიაში“ დავით ცარციძე წერს:

"დაიკარგა სალო ტეტუნაშვილი. თუ ვინმემ იცით რაიმე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა...“

AMBEBI.GE-სთან საუბრისას იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა განაცხადეს, რომ ქალს პოლიცია უკვე ეძებს. იქაური კანონმდებლობით, სამართალდამცავები, ძებნის პროცესში ადამიანის გაუჩინარებიდან 48 საათში ერთვებიან. ჩვენი ინფორმაციით, ქალი სახლიდან საშინაო ფორმაში ჩაცმული გავიდა, რაც ახლობლების ვარაუდით იმას ნიშნავს, რომ შორს გამგზავრებას არ აპირებდა.