ავტორი:

საზარელი დანაშაული სინგაპურში: 11 წლის ტყუპი ძმა გარდაცვლილი იპოვეს - მკვლელობაში მამაა ბრალდებული

საზარელი დანაშაული სინგაპურში: 11 წლის ტყუპი ძმა გარდაცვლილი იპოვეს - მკვლელობაში მამაა ბრალდებული

21 იანვარს, სინგაპურში, ერთ -ერთ სათამაშო მოედანთან, არხში 11 წლის ტყუპი ძმის ცხედრები იპოვეს. მომხდარმა ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო, კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში მათსავე მამას ედებოდა ბრალი. ის პოლიციამ შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავა.

ტყუპის 48 წლის მამა 24 ინვარს წარსდგა მოსამართლის წინაშე.

სასამართლო სხდომაზე მას ბრალდება გააცნეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მისთვის წაყენებული მუხლის მიხედვით, განზრახ მკვლელობის ჩამდენი, სიკვდილით დაისჯება. მიზეზი, თუ რამ უბიძგა მამას იმისკენ, რომ საკუთარი შვილებისთვის სიცოცხლე მოესწრაფა, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ 11 წლის ტყუპი - ეშტონი და ეთანი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებდნენ.

21 იანვარს, საღამოს საათებში პოლიციაში დარეკა მამაკაცმა ბავშვთა გასართობი მოედნიდან და დახმარება ითხოვა. პოლიციაში აცხადებენ, სამართალდამცავებთან სწორედ ტყუპის მამამ დარეკა.

წყარო