"ნატოს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული რუსი სამხედროების მიერ" - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, ჩვენ ვხედავთ თქვენთან ერთად განცხადებებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქვეყნებს კონტინგენტის გაზრდისა და ძალებისა და საშუალებების აღმოსავლეთ ფლანგზე კონცენტრირების შესახებ. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ დაძაბულობა იზრდება“ , - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში დაძაბულობის ზრდას ასევე უწყობს ხელს ის „ინფორმაციული ისტერია“, რომელიც აშშ-მა და ბლოკში მისმა მოკავშირეებმა საჯარო სივრცეში წამოიწყეს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ნატოს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული რუსი სამხედროების მიერ.
"ასეთი ქმედებები და ნატოს გაზრდილი აქტივობა ჩვენს საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.