ბათუმში ზღვამ შუახნის ქალის ცხედარი გამორიყა.როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შუა ხნის ქალის ცხედარი ზღვამ გუშინ დილით გამორიყა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.