ავტორი:

ვინ არიან მეტროში, 17 წლის შშმ პირზე ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცავები?

ვინ არიან მეტროში, 17 წლის შშმ პირზე ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცავები?

24 იანვარს მედიასაშუალებებში გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკური ძალადობის ფაქტია ასახული. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს თავში და სახის არეში სამართალდმცავი არასრულწლოვანს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ძალადობის მსხვერპლი 17 წლის შშმ პირია.

შსს-მ მომხდარის გამოძიება გუშინ დაიწყო, დღეს კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2 პოლიციელი დააკავეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი გამეზარდაშვილის თქმით, შს თანამშრომლები დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

"ტვ პირველმა" გაარკვია შშმ პირზე ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცველების ვინაობა.

დაკავებულები არიან ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი.

ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი