ავტორი:

"მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პიკს ველოდებით" - როგორ იფუნქციონირებენ ონლაინკლინიკები და რატომ გახდა სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა საჭირო?

"მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პიკს ველოდებით" - როგორ იფუნქციონირებენ ონლაინკლინიკები და რატომ გახდა სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა საჭირო?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა. მისი შეფასებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე საწოლფონდის პრობლემა არ დამდგარა და არც სამედიცინო მომსახურების გაწევის მიმართულებით შექმნილა გამოწვევები.

გაბუნიას თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და 15 22-ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა ინფიცირებულს გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ქვეყანაში 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

"უკვე ამ კვირის განმავლობაში 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა. სულ ქვეყანაში დაახლოებით 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე კერძო დაწესებულებებში და სადაზღვევო ქსელში. გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკა 15 22-ის სახით, ზარების რაოდენობა გუშინ გახლდათ 5600, რაც არის გარკვეულწილად რეკორდული რაოდენობა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც 15 22 მუშაობს, აქაც დაემატა რესურსი, გაორმაგდა ექიმების რესურსი და ჯერჯერობით დაყოვნების ხანგრძლივობა არის წუთი, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3-4 წუთი. ამ ეტაპზე მართვადია ეს ყველაფერი, თუმცა ოჯახის ექიმები აკეთებენ უკვე პრიორიტეტული ზარების გამოყოფას, რაც ნიშნავს იმ პირს, ვინც არის 65 წელს ზევით, აქვს ქრონიკული დაავადება და მთავარი ცვლილება ჩვენთვის მოკლე ხანში იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას, თუკი მას გამოუვლინდა კოვიდი. თუკი აქამდე მოსახლეობის გადანაწილება ხდებოდა ძირითად ონლაინ კლინიკებს შორის, ვინაიდან ახლა ყველა არის უკვე ჩართული, ყველა პირს, ვინც რეგისტრირებულია, ექნება საშუალება დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს ან დაელოდოს მის ზარს. დღესაც არსებობს ეს მექანიზმი, თუ ზარი ყოვნდება 15 22 არსებობს იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტს თავად ჰქონდეს ექიმთან დაკავშირების შესაძლებლობა. დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და ასევე 15 22 -ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა - 87 609 აქტიურ შემთხვევას გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას,“- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კვლევებს და ანალიზებს, როგორც გაბუნია აღნიშნავს, ამის საჭიროებას წყვეტს ოჯახის ექიმი.

"პროტოკოლი, რომელიც გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს, აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. ხშირად არის, რომ კლინიკური მდგომარეობა არ მიუთითებს კვლევების საჭიროებაზე, ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმი ამ გადაწყვეტილებას აცნობებს პაციენტს და სთხოვს მას გააგრძელოს მკურნალობა ბინაზე დამატებითი გამოკვლევების გარეშე,“ - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას ტქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და 15 22-ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა ინფიცირებულს გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას.

თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ სამინისტროში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი მიმდინარე პერიოდში მომატებული დატვირთვის მართვის ეფექტურ მექანიზმებზე შეთანხმება იყო.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუკი არის შესაძლებელი, რომ რაიმე ადამინისტრაციული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შემსუბუქება მოხდეს, რაც ოჯახის ექიმებს დროს ართმევს, სამინისტრო მზად არის, ეს საკითხი განიხილოს და გადაიტანოს ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში.

"სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან გუშინ შედგა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. მთავარი მიზანი ამ შეხვედრის იყო მიმდინარე პერიოდში მომატებული დატვირთვის მართვის ეფექტურ მექანიზმებზე შეთანხმება. ვიმსჯელეთ გარკვეულ პროცედურულ, ასევე ადმინისტრაციულ საკითხებზე. თუკი არის შესაძლებელი რაიმე ადამინისტრაციული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შემსუბუქება, რაც ოჯახის ექიმებს დროს ართმევს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ და გადავიტანოთ ეს ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში იმგვარად, რომ ექიმს არ მოუხდეს დროის დაკარგვა. რაც შეეხება გეგმური ამბულატორიების გადავადებას, ეს უკვე შიდა თემაა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევები, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადავადდება, ამდენად, ჩვენ გვქოდა გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების გადავების რამდენიმე ეპიზოდი, არ გვქონია ამბულატორიული მომსახურების გადავადების ეპიზოდები, რადგან ამბულატორიული მომსახურება მეტად მართვადია ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის რეჟიმში, ამდენად თავად სადაზღვევო სქემებს შეუძლიათ ამაზე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, დღეს მთავარია, რომ რესურსი მოხმარდეს ძირითადად "ომიკრონის“ მართვას, რადგან 2-3 კვირა, რომელიც იქნება პიკური პერიოდი, გავიაროთ ისე, რომ პაციენტებს არ მოაკლდეთ ყურადღება და გეგმური ამბულატორია თუკი იძლევა გადავადების შესაძლებლობას, ეს შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალურად სადაზღვევო სქემის ფარგლებში,“- განაცხადა გაბუნიამ.