ავტორი:

შეხლა-შემოხლა და ჭყლეტა აფრიკის ერთა თასის მატჩის წინ - დაიღუპა 8 და დაშავდა ათობით ადამიანი

შეხლა-შემოხლა და ჭყლეტა აფრიკის ერთა თასის მატჩის წინ - დაიღუპა 8 და დაშავდა ათობით ადამიანი

აფრიკის ერთა თასის მატჩის წინ, შეტაკებისას სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. გარდაცვლილთა შორისაა ბავშვიც.

კამერუნის სტადიონი სულ 60 000-მდე ადამიანს იტევს და კოვიდ-შეზღუდვების გამო, ის 80%-მდე უნდა ყოფილიყო მხოლოდ შევსებული. მატჩის ოფიციალური პირების განცხადებით, დაახლოებით 50 000-მდე ადამიანი ცდილობდა თამაშზე დასწრებას და სწორედ ამას მოჰყვა უამრავი ადამიანის დაშავება.

ჟურნალისტი ლეოკადია ბონგბენი თამაშს ესწრებოდა და როგორც მან BBC-ის განუცხადა, არეულობა გარეთ, "ფან ზონაში" დაიწყო:

"ხალხმა ყვირილი დაიწყო. მას შემდეგ, 1 წუთში სტადიონზე სასწრაფო მანქანა გაჩნდა. ჩვენ იმ ადგილზე ვცადეთ მისვლა, სადაც ჭყლეტვა იყო, მაგრამ პოლიციამ არ მოგვცა ამის საშუალება," - ამბობს ის.

Six people are reported to have been killed and dozens hurt in a crush outside a stadium hosting an Africa Cup of Nations match in Cameroon.

Video footage showed football fans struggling to get access to the Paul Biya stadium in a neighbourhood of the capital Yaounde. pic.twitter.com/a6WLbFZORj
— Charles Ayitey (@CharlesAyitey_) January 24, 2022

ექთანი ოლინგა პრუდენსი კი აცხადებს, რომ ზოგი დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ისინი იკვლევენ სიტუაციას და ცდილობენ მეტი დეტალი გაარკვიონ მომხდარის შესახებ.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა