ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას მომხმარებელი სპეცფასად შეძლებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას მომხმარებელი სპეცფასად შეძლებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“, ტრადიციული სპეცშეთავაზების ფარგლებში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული სერვისი სპეციალურ ფასად მიიღონ. სპეციალური შეთავაზება ტოიოტას სხვადასხვა მოდელის ავტომობილებზე ვრცელდება.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, ძრავის ძველი ზეთისა და ფილტრის ახალი, ორიგინალი წარმოების ვერსიებით დროულად ჩანაცვლება ავტომობილის უსაფრთხო, ეკონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს და მის საესპლუატაციო ვადას ზრდის.

თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზებით და ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული მომსახურება ხელსაყრელ ფასად მიიღოს.

„პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის, ასევე, Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებს აღნიშნულ კომპლექსურ სერვისს 100 ლარად გავუწევთ, Toyota Corolla-ს მძღოლებს - 120 ლარად, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს - 135 ლარად“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმარტავს, ცენტრში ნებისმიერ ტექნიკურ სერვისს „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ, მომხმარებელს პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების დაცვით ემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში ანახლებენ.

თინათინ მაკარიძის ცნობით, მომხმარებელი, რომელსაც სპეცშეთავაზებით სარგებლობა სურს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

NS