სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქურთისტანის რეგიონში ISIS-ის მიერ ღვაირანის ციხის დარბევის მცდელობის შემდეგ, ISIS - ის მებრძოლებსა და ადგილობრივ ძალებს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა. ისლამური სახელმწიფოს ასობით მებრძოლი ცდილობდა ადგილზე შეჭრას. ციხეში დაახლოებით 4000-მდე ISIS-ის პატიმარია, მათ შორის 700 - მდეა ბავშვი, ე.წ. ხალიფატის ლეკვები. წყაროები იტყობინება, რომ ექსტრემისტები ბავშვებს, როგორც ფარს ისე იყენებდნენ.
კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, განაცხდა, რომ ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ISIS-ის მებრძოლებმა ციხის მცველებს იარაღი წაართვეს და შემდეგ მოკლეს ისინი. პარალელურად ციხეს გარედანაც შეიარაღებული ექსტრემისტები დაესხნენ თავს. ათობით პატიმარმა შეძლო გაქცევა მიმდებარე ქალაქ ალ-ჰასაკში მას შემდეგ, რაც ISIS-მა ციხის კარიბჭე დანაღმული მანქანით დააზიანა.
არაოფიციალურ ვიდეოში, რომელიც ციხიდან გავრცელდა, ჩანს, როგორ არის გარდაცვლილთა სხეულები ძირს მიმოფანტული. მეორე ვიდეოში კი ჩანს, როგორ დებს ათასობით ისლამისტი მებრძოლი ფიცს, რომ ხალიფატის ერთგული იქნება. ეს მანამ ხდება, ვიდრე ისინი დაგეგმილ გაქცევას მოაწყობდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ აღმართავენ ISIS-ის მებრძოლები ციხეში თავიანთ შავ დროშას.
ალან დანკანი, რომელიც ბრიტანელი ომის გმირია და თავად იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, აცხადებს, რომ ISIS-ის ბრძოლა ამით არ დამთავრდება და ამატებს, რომ ღვაირანის ციხეში შეტაკება კოორდინირებულად მოხდა:
"ISIS-ის 200 მებრძოლი იყო გარეთ და ბომბებით აღჭურვილი სამი მანქანა ააფეთქეს, გაქცეულ პატიმრებს კი შაჰიდის ქამრები დაურიგეს, ვიდრე მათ სამოქალაქო ტერიტორიაზე გაუშვებდნენ."
ალანმა ისიც თქვა, რომ გაქცეულ პატიმრებს შორის, სავარაუდოდ, ბრიტანელებიც არიან და "ხალიფატის ლეკვებიც": "ამ ბავშვებს 12 წლის ასაკში ართმევენ მშობლებს, რათა ციხეში მათი დერადიკალიზება მოხდეს. ეს ბავშვებიც ისის-ის მსხვერპლნი არიან".
SDF-ის მართული ციხეების ქსელი მომგებიანი სამიზნე იყო მათთვის, რადგან დაახლოებით 12 000 ISIS-ის წევრი ჰყავთ აქ დაპატიმრებული. თავად ღვაირანის ციხეში კი, რომელიც ქურთების ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ციხეა. ალანის აზრით, გაქცეული ისლამისტებიდან ბევრი ევროპაში გამგზავრებას შეეცდება შურის საძიებლად და ამბობს: "ეს თავდასხმა გამოღვიძების ზარი უნდა იყოს ჩვენთვის... მინიმუმ 6 თვის დაგეგმილი მაინც იქნება ეს თავდასხმა".
წყარო: thesun
მოამზადა ანა სიბოშვილმა