ავტორი:

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შსს-სთან, სადაც აქცია "არა მილიციას“ მიმდინარეობს

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შსს-სთან, სადაც  აქცია "არა მილიციას“ მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერების - "არა მილიციას!” დაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. მათი განმარტებით, ადმინისტრაციული შენობის წინ სტიკერის დაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.

ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.