საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა მინიმუმ უკრაინის მხარდაჭერა და ვლადიმერ პუტინს ეწოდოს აგრესორი, უკეთეს შემთხვევაში კი, იარაღის გაგზავნა.
"მორალური ტესტი უკრაინაზე: მინიმუმ - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება; შემდეგ - სანქციების გამოყენება; კიდევ უკეთესი - იარაღის გაგზავნა; მკაფიო აზროვნებით, რომ პრინციპების ღალატი და ბოროტებისგან თავის არიდება მხოლოდ ამრავლებს მას", - წერს მარგველაშვილი "ტვიტერზე".