ავტორი:

"მომეჩვენა, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით სააკაშვილს უფრო დამშვიდებული სახე ჰქონდა... წუხს, უკრაინაში ომი არ დაიწყოს" - მეუფე ნიკოლოზი

"მომეჩვენა, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით სააკაშვილს უფრო დამშვიდებული სახე ჰქონდა... წუხს, უკრაინაში ომი არ დაიწყოს" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

"რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება. მოვინახულე უბრალოდ იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ჩემი პირდაპირი მოვალეობა. რადგან შემიძლია მივიდე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ამიტომ ეს არის ჩემი ვალდებულება, ვაკეთებ ამას და მივდივარ. დღეს, ამჯერად რაც გავაკეთე, ეს იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება. შევხვდი, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე. მე არ მაქვს არავითარი რესურსი, რომ რეალური შეფასება გავაკეთო სამედიცინო თვალსაზრისით, უბრალოდ, მომეჩვენა, რომ წინასთან შედარებით უფრო მშვიდი იყო, დამშვიდებული სახე ჰქონდა. მე პოლიტიკოსი არ ვარ, შესაბამისად, ჩემი საუბარი მასთან პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ყველაფერზე ვსაუბრობთ ხოლმე. ერთ-ერთი საკითხი, რაც ალბათ შეიძლება ვთქვათ, ძალიან წუხს, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს და ამაზეც ვისაუბრეთ. ეს ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება, იქ რომ ომი დაიწყოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.