ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობამ" გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თაობაზე ამ დრომდე ვერ მიიღო - რა არის ამის მიზეზი?

"ნაციონალური მოძრაობამ" გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თაობაზე ამ დრომდე ვერ მიიღო - რა არის ამის მიზეზი?

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ მიიღო პარტიამ ამ დრომდე გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თაობაზე.

ბოკუჩავას თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და ის, რომ პარტიაში გადაწყვეტილებები დემოკრატიულად მიიღება, ნორმალური პროცესია.

"ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარე არის პოლიტიკური ტყვე, შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისთვის სივრცე ძალიან შევიწროებულია. ვფიქრობ, ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, როდესაც პარტიაში დემოკრატიულად მიიღება გადაწყვეტილებები და არა ერთი ადამიანების დიქტატით, როგორც "ქართულ ოცნებაში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.