ავტორი:

მფრინავი მანქანა, რომელმაც 70-საათიანი სატესტო ფრენა წარმატებით გაიარა

მფრინავი მანქანა, რომელმაც 70-საათიანი სატესტო ფრენა წარმატებით გაიარა

დეველოპერების თქმით, მანქანამ, რომელსაც პატარა ვერტმფრენად გარდაქმნა შეუძლია, ფრენის ტესტი წარმატებით გაიარა.

"აერომანქანამ" სლოვაკეთში 70- საათიანი შეუჩერებელი ფრენის შემდეგ, სერტიფიკატიც მიიღო.

"Klein Vision" არის ფირმა, რომელსაც ეს მფრინავი მანქანა ეკუთვნის და მათი სპიკერის თქმით, ჰიბრიდის სამართავად ადამიანს პილოტის ლიცენზია დასჭირდება.

მანქანა გაყიდვაში 1 წელში შევა. აერომანქანას 1.6L BMW-ს ძრავა ექნება და იმუშავებს საწვავზე, რომელიც ნებისმიერ გაზგასამართ სადგურში იყიდება.

კირიაკოს კუროსისი, რომელიც სამეფო აერონავტიკული საზოგადოების ფრენისუნარიანობისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ "ამგვარი მანქანების ფართო ბაზარზე გამოშვებით, დასაქმების და ახალი ტექნოლოგიების განვითარების ახალი შესაძლებლობები გაჩნდება."

მისივე თქმით, აერომანქანები ერთ დღესაც ვერტმფრენებს ჩაანაცვლებენ: "მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ სრულიად ელექტრო, ან მინიმუმ ჰიბრიდულ მანქანებს, რომლებიც ჩვენს გარემოსდაცვითი მდგრადობის მიზნებს ხელს შეუწყობს", - ამბობს კუროსისი.

წყარო: CNN

მოამზადა ანა სიბოშვილმა