ავტორი:

"უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შევთანხმდით, რადგან ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა, "ქართულმა ოცნებამ" უარყო" - ბადრი ჯაფარიძე

"უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შევთანხმდით, რადგან ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა, "ქართულმა ოცნებამ" უარყო" - ბადრი ჯაფარიძე

"სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, ეს ვერსია იქნა უარყოფილი "ქართული ოცნების“ მიერ და ისინი დაუბრუნდნენ თავდაპირველ ვერსიას, რომლის ირგვლივაც ჩვენ შეთანხმება არ გვქონდა "ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქციები სამოქმედო გეგმას მალე წარადგენენ.

"უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯებესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული და კვლავ თავდაპირველი ვერსია წარმოადგინა, რამაც აღარ მოგვცა საშუალება ვიყოთ თანაინიციატორები იმ ვერსიის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია დავაინიციროთ ცალკე, შესაძლოა კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიებია, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.