ავტორი:

როგორ ეხმაურება პრეზიდენტი პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობას - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება პრეზიდენტი პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობას - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები - უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რითაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს.

"უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს", - აღნიშნავს პრეზიდენტი.