ავტორი:

"განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ცისანა სეფიაშვილის ვაჟის 4 წლის წინ შექმნილი ოჯახი დაინგრა: რას ჰყვება მომღერალი და ვინ იყო მისი რძალი?

"განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ცისანა სეფიაშვილის ვაჟის 4 წლის წინ შექმნილი ოჯახი დაინგრა: რას ჰყვება მომღერალი და ვინ იყო მისი რძალი?

ცისანა სეფიაშვილის ვაჟი გიორგი წერეთელი და დიზაინერი სესილი კემულარია დაშორდნენ. წყვილმა 2018 წელს იქორწინა. გიორგიმ საყვარელ ქალს მაშინ ხელი რუსთაველის თეატრის სცენაზე სთხოვა და წყვილმა მცხეთაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

ხელის თხოვნა რუსთაველის თეატრის სცენაზე

ფოტო გიორგი წერეთელის ქორწილიდან

გიორგი წერეთელი მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, სწორედ იქ გაიცნო სესილი, რომელიც ორმაგი მოქალაქეა... ცისანა და სესილი ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ რძალ-დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს სახელებით მიმართავდნენ.

სესილი კემულარია

ახლადდაოჯახებული სესილი მაშინ სოციალურ ქსელში ქმარზე წერდა:

"ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ, რადგან ასეთი საამაყო ბიჭი შემხვდა ცხოვრებაში. არ ვიცი, რით დავიმსახურეთ, მაგრამ გუშინ ჩვენ გვერდით იყვნენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ჩამოფრინდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ვინ ერთი დღით, ვინ - რამდენიმე საათით. სიყვარულის დღე გვქონდა არა მარტო მე და დადას, არამედ მთლიან სამეგობროს. ვგიჟდები".

შვილის ოჯახის დანგრევის შემდეგ, ცისანა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს:

- სამწუხაროდ გიორგი და სესილი დაშორდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე არ გვაქვს კარგი ურთიერთობა. სესილი ძალიან მიყვარს. მე ზოგადად არ ვიცი ჩარევა და შეჭრა სხვა ადამიანის ცხოვრებაში. შენ თუ ჩემთან საუბარი გჭირდება და ჩემი ჩართულობა, ისიც იცი, რომ ამისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა ეტაპზე ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ.

ცისანა სეფიაშვილი ვაჟთან ერთად

ჟურნალისტის კითხვაზე, განიცადა თუ არა ახალშექმნილი ოჯახის დანგრევა, ცისანა ამბობს, რომ ცხოვრება გრძელდება და მუდმივად ნეგატივში ვერ იქნებიან.

"დღემდე განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ამბობს ცისანა.

სესილი კემულარია "ინსტაგრამზე" ძალიან პოპულარულია, მას 17 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს მოგზაურობიდან.

სესილის უკვე წაშლილი აქვს ოჯახური ფოტოები "ინსტაგრამიდან" და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს დაშორდა.