ავტორი:

ბინები, საბანკო ანგარიშები, შვილების სწავლაში გადახდილი 17 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე?

ბინები, საბანკო ანგარიშები, შვილების სწავლაში გადახდილი 17 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე?

2020 წლის 29 დეკემბერს ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობის შემდეგ, ხოფერიამ საჯარო უწყებაში გადაინაცვლა. ის დღემდე მინისტრის პოსტს იკავებს.

ეკა ხოფერიამ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის თებერვალში შეავსო. მინისტრს ჰყავს ექიმი მეუღლე მიხეილ ხუჯაძე და სამი შვილი. ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან და ნიკოლოზ და ირაკლი ხუჯაძეები მეორე ქორწინებიდან.

უძრავ ქონებას რაც შეეხება, ეკა ხოფერიას, დეკლარაციის მიხედვით, ერთი ბინა აქვს, რომელიც 2011 წელს 174 ათას დოლარად თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე შეიძინა.

როგორც ირკვევა, მისმა ქალიშვილმა ანანო ლევიძემ 2013 წელს ჩუქებით მიიღო 50 ათას დოლარად ღირებული კომერციული ფართი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე. იმავე წელს ანანოს აჩუქეს 55 ათას დოლარად ღირებული ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, თუ ვინ - ეს დეკლარაციაში არ ჩანს.

ხოფერიას მეუღლემ მიხეილ ხუჯაძემ 2021 წელს, კახეთში, სოფელ იყალთოში 22 ათას დოლარად შეიძინა 3 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი.

მას ასევე 2001 წელს შეუძენია 1800 კვ. მ.მიწის ნაკვეთი მთაწმინდის რაიონში, 2003 წელს კი 400 დოლარად ღირებული მიწის ნაკვეთი უყიდია შინდისში. მის საკუთრებაშია ასევე 2017 წელს 70 ათას დოლარად ღირებული ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე.

დეკლარაციის შევსების დროს ეკა ხოფერიას "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2044,62 ლარი ჰქონდა, მიმდინარე ანგარიშზე კი 53 დოლარი.

მიხეილ ხუჯაძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1320 დოლარი. ანა ლევიძეს 4300 ლარი, ეკა ხოფერიას კი საქართველოს ბანკის ანგარიშზე 1987,82 ლარი აღმოაჩნდა.

იმჟამად ეკა ხოფერია "თიბისი ბანკის" საკრეტიდო ანგარიშზე 15 ათასი დოლარი ერიცხებოდა. მიხეილ ხუჯაძეს "პროკრედიტ ბანკში" ანაბარზე 30 ათასი ლარი ჰქონდა. ანანო ლევიძეს კი Banco Santander-ის სახელფასო ანგარიშზე 1200 ევრო ერიცხებოდა.

შვილებს ნიკოლოზ და ირაკლი ხუჯაძეებს ანაბარზე "თიბისი ბანკში" ორივეს ცალ-ცალკე 4735,74 ლარი ერიცხებოდათ.

მიხეილ ხუჯაძე შპს "ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის" პარტნიორი და 33.3%-ის მფლობელია, ივანე ქევანიშვილთან და გიორგი გოგნიაშვილთან ერთად. მან საწარმო საქმიანობაში 2020 წელს 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.

ეკა ხოფერია დასთან, თეა ხოფერიასთან ერთად, შპს "აუდიტორია საქართველოს" პარტნიორია, საიდანაც შემოსავლის სახით 1000 ლარი მიიღო.

მიხეილ ხუჯაძე „"ქართულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის“ დირექტორია, სადაც ხელფასის სახით 2020 წლის განმავლობაში, 227 100,88 ლარი მიიღო.

ეკა ხოფერიას კი „შპს აუდიტორია“ დირექტორის თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში 6505 ლარის შემოსავალი ჰქონდა. ანა ლევიძემ Mango Publishing-ის პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე ყოფნისას, ორი თვის განმავლობაში 3900 ევრო მიიღო.

მიხეილ ხუჯაძემ ჰონორარის სახით 2020 წელს მიიღო 6875 ლარი, შვილების სწავლის საფასურში კი 17 ათასი ლარი გადაიხადა. წყარო

ეკა ხოფერია აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ის მინისტრის სტატუსით ხშირად ესწრება დევნილებთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებს. უკვე წლებია რაც ჟურნალი "სითის“ რედაქტორია, თუმცა შევსებულ დეკლარაციაში ნახსენები არ აქვს.

ეკა ხოფერიამ და მიშა ხუჯაძემ 2007 წელს იქორწინეს და გრანდიოზული ქორწილი ბათუმში გადაიხადეს. პოპულარული ჟურნალისტისა და ცნობილი ექიმის სიყვარულის ისტორია იმჟამინდელ ჟურნალებში ხშირად იბეჭდებოდა. ჟურნალისტი მედიასთან მომავალი ქმრის გაცნობის ისტორიას ასე იხსენებს:

ეკა ხოფერია:

"გათხოვებაზე არც მიფიქრია, ჩემი საქმიანობის გაგრძელებასა და, ანანოს განათლებაზე ვფიქრობდი და ბუნებრივია, სამომავლოდ, ჩემს პირად ცხოვრებაზეც. მიშკა ნინო შუბლაძის ქორწილში გავიცანი. ნინოს მეგობრები ერთ სუფრასთან ისხდნენ და თანამშრომლები - მეორე სუფრასთან. ცხადია, პირველი შეხვედრისთანავე ვერ დავუშვებდი, რომ შეიძლებოდა, ჩვენ შორის რაღაც სერიოზული მომხდარიყო. ჩვენ უფრო მას შემდეგ დავახლოვდით, რაც „რუსთავი 2-დან“ წამოვედი. ალბათ, მეტი დრო გამომიჩნდა და იმიტომ. მძიმე მომენტებში მხარში ამომიდგა. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ზედმეტ კითხვებს არ სვამდა. ვიცოდი, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა და იმიტომ არ მეგობრობდა ჩემთან, რომ ცნობილი ჟურნალისტი ვარ. მივხვდი, რომ უბრალოდ, შეუყვარდა ქალი, რომელსაც ეკა ხოფერია ჰქვია..."