ავტორი:

"დიპლომატიის დედები და მამები სტანდარტს გვიწუნებენ - ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც "ნაცმოძრაობის” მოსაზრებები" - ალუდა ღუდუშაური

"დიპლომატიის დედები და მამები სტანდარტს გვიწუნებენ - ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც "ნაცმოძრაობის” მოსაზრებები" - ალუდა ღუდუშაური

"კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დღეს დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ, - ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურმა ოპიზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, “თითქოს შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელიც არის არა უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა".

"ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ჰყავს ძირითადი ოპოზიციური ძალები, რომლებიც რადიკალიზმით და ვიწროპარტიული ინტერესით გამოირჩევიან. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რადიკალურმა ოპიზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ. სამარცხვინოა, როდესაც საუბრობენ, თითქოს შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და სინამდვილეში ეს გახლავთ არამც და არამც არც უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა.

არსად, არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ იქცევა იმდაგვარად, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან მიკედლებულ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ. კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ. მათ მიერ ნამართი ქვეყანაც გვახსოვს, მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციებიც, სამარცხვინო საქციელი. ამიტომ, თავი შეიკავონ. ჩვენს გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს :ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“