მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კუ - ჯონათანი გინესის რეკორდსმენია. ის 1832 წელს უნდა იყოს დაბადებული, მაგრამ მისი რეალური ასაკი მაინც არავინ იცის. ეჭვიც აქვთ, რომ ის შესაძლოა, 200 წლისაც კი იყოს.
მოხუც ჯონათანს ასაკის გამო უკვე დაკარგული აქვს მხედველობა და ყნოსვა, ამიტომ საკვებს ხელით აჭმევენ. მიუხედავად ამისა, მისი სმენა არაჩვეულებრივია და თავისი ვეტერინარის - ჯო ჰოლინსის ხმაზე რეაგირებს. ჯოს თქმით, ასაკისთვის შეუსაბამოდ ენერგიულია ჯონათანი, მაგრამ ამინდის ცვლილებასთან ერთად იცვლება ესეც: " თბილ დღეებში მზის აბაზანებს იღებს, ცივში კი ფოთლებში ან ბალახებში ძვრება და იქ რჩება მთელი დღე," ყვება მისი ვეტერინარი.
ის 1832 წელს გამოჩნდა პირველად წმ. ელენეს კუნძულებზე, როცა მომავალ გუბერნატორ უილიამ გრეი უილსონს გადასცეს ის საჩუქრად. მას შემდეგ აქ 31 გუბერნატორი შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ჯონათანი დაიბადა, სამყაროში ბევრი ცვლილება მოხდა - 1838 წელს პირველი ფოტო გადაიღეს კაცობრიობის ისტორიაში, 1878 წელს გამოიგონეს ნათურა, პირველი ფრენა ელექტროძრავიანი ვერტმფრენით 1903 წელს შესრულდა და 1969 წელს ნილ არმსტრონგი მთვარეზე იყო. რომ არაფერი ვთქვათ ორ მსოფლიო ომზე და ინტერნეტის გამოგონებაზე, ჯონათანი ყველაფრის მომსწრე გახდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მხცოვანი კუს ორსაუკუნოვანი სიცოცხლე მხოლოდ სამი რამის გარშემო ტრიალებდა - ძილი, ჭამა და შეჯვარება.
წყარო: CNN
მოამზადა ანა სიბოშვილმა