ავტორი:

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრას არ აპირებს

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრას არ აპირებს

NDI-ის მიერ გამოკითხულ მოსახლეობაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა კვლავ მაღალია. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს.

კითხვაზე: გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას - 42% ამბობს, რომ არ გაიკეთებდა, 25%-გაიკეთებდა, 29%- უკვე აიცრა, 3%-მა პასუხი არ იცის.

NDI-ის ინფორმაციით, ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას იზამს.

რაც შეეხება 54%-დან ვინც უკვე აიცრა, ან აპირებს რომ აიცრას (25%-გაიკეთებდა, 29%- უკვე აიცრა), ბუსტერ დოზას გაიკეთებს 63%, არ გაიკეთებს 14%, უკვე გაიკეთა - 3%-მა, პასუხი არ იცის 20%-მა.

ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია.

კვლევის თანახმად, მოახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს, თუმცა, ვაქცინაციის ხარისხის მიმართ შიშები კვლავ მაღალია.

გამოკითხული მოსახლეობის 38% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა. 20% პასუხობს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 15% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიას, 7%-ის აზრით კი ვაქცინაციას სხვა მიზნები აქვს, 6% - ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია, პასუხი არ იცის 7%-მა, პასუხზე უარს ამბობს -2%, სხვა მიზეზს ასახელებს 6%.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.